პოლონეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალის გაძლიერებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნატოს მოუწოდებს, ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების მზადყოფნა გაზარდოს, რაც უკავშირდება უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ვითარებას. ამის შესახებ დუდამ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავა ძალიან სერიოზულად ეკიდება უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებას.

„გენერალურ მდივანს შევთავაზე, გაზარდოს ნატოს ძალების მზადყოფნა ევროპის ამ ნაწილში, აღმოსავლეთ ფლანგზე, განიხილოს იქ სამხედრო ყოფნის გაზრდის შესაძლებლობა, თუნდაც მისია Air Policing-ის, სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში, რომლებიც პატრულირებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა პოტენციურმა აგრესორმა ნახოს, რომ ნატო არა მხოლოდ მზად არის წევრი ქვეყნების თავდაცვისთვის, არამედ ყურადღებას აქცევს თავის მოკავშირეებს ნატოს მიღმა.

„საუბარია ისეთ მოკავშირეებზე, როგორიცა არის უკრაინა, რადგან უკრაინის უსაფრთხოება რეალური საფრთხის ქვეშ არის“, - განაცხადა დუდამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს