ჩეხეთში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ჩეხეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიხურება, აიკრძალება საშობაო ბაზრობები. ამასთან ერთად, მასობრივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მაქსიმუმ 1 000 სტუმარს შეეძლება.

მთავრობის წევრების თქმით, შეზღუდვების ამოქმედებიდან 10 დღეში ეპიდვითარების შეფასება მოხდება.

ახალი შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ზემანი რამდენიმე საათის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან, სადაც მას, ქრონიკული დაავადების გამო, 46 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ჩეხეთში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებული კოვიდპაციენტების 70 პროცენტი აუცრელია. ქვეყანაში, სამშაბათს, დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 25 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში ვაქცინირებულია მოქალაქეების მხოლოდ 58 %.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა