ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დღეს შეხვედრას გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სოჭში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება.

კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დღეს სოჭში შეხვედრას გამართავენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო