„ჯივიპი“ 26 ნოემბერს, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

26 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 ნოემბერს, საღამოს 21:00 სთ-დან 27 ნოემბრის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება, კერძოდ:

„ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, დადიანის, ჟღენტის და თამარაშვილის ქუჩების ნაწილს; მესხის, ჩხიკვაძის, ქებურიას, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ურიდიას, უიარაღოს, კეკელიძის, ნოსტეს, კაჭრეთის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის, კოდალოს, კისისხევის, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს