თურქეთში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქალაქის ცენტრალურ, თაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა ათასობით ადამიანმა, უმეტესად ქალებმა, მოაწყო. ისინი თურქეთში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღების მოითხოვდნენ.

დემონსტრანტების ნაწილი სკანდირებდა: „გადადგეს მთავრობა“.

მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ სტამბოლის კონვენცია დატოვა, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა, ქალთა უფლებების დასაცავად, ადგილობრივ კანონებს გამოიყენებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა