ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა

ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება „წინა მოწვევის“ საკრებულოში სხდომა ჩაატაროს.

„თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაატაროთ და მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცოთ, რადგან თქვენ უკვე ვადაგასულები ხართ და არ გაქვთ ამის მორალური და ლეგიტიმური უფლება“, - განაცხადეს ოპოზიციის წევრებმა.

თავის მხრივ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებს.

ბათუმის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს. ახლად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობისთვის პირველი სხდომის თარიღი ცესკომ უნდა დანიშნოს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს