ჯანმო-ს წარმომადგენელი - ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის

ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, რომ როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მეცნიერები ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, სად არის ეს მუტაციები და რას შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად არსებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინებისთვის.

„რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ზეგავლენა აქვს ამ ვარიანტს. შემდგომ გადავწყვეტთ, მას საინტერესო თუ შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მივანიჭოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია, მან ცვლილება განიცადოს.

„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ის შეიცვალოს, მეტი მუტაცია ვიხილოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი როლი შეასრულოთ ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

„აიცერით, როცა შეძლებთ. მიიღეთ ზომები, ვირუსისგან თავის დასაცავად და ხელი შეუშალეთ ვირუსის სხვებისთვის გადაცემას,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს