სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის მიერ მიღებულ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესულ ცვლილებებში სანქციების გამკაცრებაა გათვალისწინებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მისი მიზანი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.

სეს-ის განმარტებით, პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: კრიტიკული შეუსაბამობის (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) განმეორებით ჩადენა და ჯარიმა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით; ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება და ჯარიმა განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.

„დაწესდა პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრა ვეტერინარიის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტერინარულ აფთიაქებში, ზოომაღაზიებსა და სხვა ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობის (ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე) და არაკრიტიკული შეუსაბამობისთვის (ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე), ასევე მათი განმეორებით ჩადენისთვის; აგრეთვე, დაავადებული ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვის.

მკაცრდება სანქციები არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვის.

ცვლილებები ძირითადი ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან შედის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659434?publication=15“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა