რუსეთში, ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, კემეროვოს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსეთის კემეროვოს ოლქში, „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 6 მაშველია.

მაღაროში ჩარჩენილი მეშახტეები და მათ გადასარჩენად შესული მაშველები ჟანგბადის ნაკლებობისა და მომწამვლელი აირების მაღალი კონცენტრაციის გამო დაიღუპნენ. კემეროვოს ოლქში 26 ნოემბერს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ლისტვიაჟნაიას“ ქვანახშირის მაღაროში ძლიერი დაკვამლიანების გამო მაშველები გუშინ დილით გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს შახტაში 287 მაღაროელი იმყოფებოდა და მათგან 239-ის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა მაღაროს დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს