კორონავირუსის ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს სამხრეთ აფრიკიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას შესთავაზებს

ევროკომისია, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეგიონთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის ინიციატივით მიმართავს.

„ევროკომისია, წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით, შესთავაზებს გადაუდებელი ზომების ამოქმედებას სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც შეშფოთების იწვევს,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.

ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს