ლევან დავითაშვილი - ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს

ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

როგორც დავითაშვილი განმარტავს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს.

"იურიდიულად ეს პროცესი გამართულია. ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტი, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს"- აღნიშნავს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასებით, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია