ისრაელში კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სამ ადამიანს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი დაუდასტურდა, - ინფორმაციას Guardian -ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინფიცირებულები ისრაელში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, სამივე მოქალაქე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული იყო, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ვაქცინა, ან რამდენი დოზა ჰქონდათ მათ მიღებული.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში“ შეიტანა და საკუთარი მოქალაქეებისთვის აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი