მოსამართლეობის კანდიდატი - როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავს ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება?

როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავს ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას ნინო სანდოძემ მაგალითად მისი ერთ-ერთი ვიზიტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ როცა სხვა ქვეყნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საქართველოში არსებულ სიტუაციას ვადარებთ, „მნიშვნელოვანია, წინაპირობები გავითვალისწინოთ“.

„ერთ-ერთი ვიზიტის დროს გახლდით ლოს-ანჯელესში და ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლისას ვნახეთ ქუჩის მუსიკოსი, რომელიც უკრავდა. ჩვენმა მასპინძელმა მოსამართლემ, რომელიც ფედერალური მოსამართლეა, ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა ქუჩაში და ჩვენც გვითხრა, რატომ ერიდებითო? ეს არის თავისუფლების ხარისხი, რომელიც იმ ხალხმა წლების მანძილზე მოიპოვა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავის ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? ამიტომ ჩვენ როდესაც ვინმეს ვედრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპირობებიც გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სანდოძემ.

ქართველი მოსამართლეთა მიმართ დასავლელი პარტნიორების შეფასებასთან დაკავშირებით კითხვა სანდოძეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ შეუერთდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს განცხადება „აბსოლუტურად დროული და საჭირო იყო“.

„ვფიქრობ, ეს განცხადება, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გააკეთა იყო აბსოლუტურად დროული და საჭირო. ვინაიდან შეფასებები გაკეთდა ისეთ პროცესზე, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს ფორმირებას. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეს არის კონსტიტუციური ორგანო და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არ იქნება სათანადო რაოდენობის წევრები წარმოდგენილი და არ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს საქმიანობა, ეს შეაფერხებს სასამართლოს ფუნქციონირებას“, - განაცხადა სანდოძემ.

კითხვაზე, ის არგუმენტები, კრიტიკა, რასაც დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ და ამის მიუხედავად ისე ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც ვაგრძელებთ, ეს ხელს უწყობს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან, სანდოძემ ასე უპასუხა, „აქ ამოსვლა უნდა დავიწყოთ იქიდან, საიდან წამოვიდა ეს განცხადება“.

„თუ მოსამართლეებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტი განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. როდესაც ამ პროცესს ელჩები აფასებენ არადადებითად, ეს რამდენად შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ხელს? - ვფიქრობ, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სურვილი და ნებაა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს. მათი ინტერესი არ არის, რომ მართლმსაჯულებაში ვინმე ერეოდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში, ხელს შეუწყობს თუ შეუშლის ჩვენს ინტეგრაციას ევროპასთან“, - განაცხადა სანდოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა