სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვილში 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების გარდა, 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა სენაკის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც დაამტკიცეს.

ოპოციზიცია მოითხოვდა, 2020 წლის ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულოებს განეხილა და დოკუმენტი საერთო კონსენსუსის გზით მიეღოთ.

მარტვილის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილებოდა, ხმაური იყო. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელისუფლებას ბიუჯეტი საკუთარ საჭიროებებზე აქვს მორგებული და ის მოსახლეობისთვის არავითარ სარგებელს არ მოიტანს.

რიგგარეშე სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. დოკუმენტი 10 მილიონ 604 ათასი ლარით განისაზღვრა.

მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს სენაკშიც. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები შევიდნენ და პროტესტის ნიშნად, სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადეს. ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრიდა კენჭს, რაც კანონდარღვევა იყო. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით გაიყვანეს. საბოლოოდ, ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მოსახლეობას ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.

ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომაც. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ქადამაძეს საკრებულოს ტერიტორია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა