ევროპაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ევროპაში პირველად ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დაფიქსირდა.

B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, ახალგაზრდა, აუცრელ ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც ეგვიპტიდან თურქეთის გავლით იმოგზაურა. 11 დღეში კი გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა.

ინფიცირებულს სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანასთან კავშირზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემის ინფორმაციით, სიმპტომები მის არცერთ ოჯახის წევრს აღენიშნება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს