საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ წამახალისებელ სტიპენდიას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - თამუნა ცხოვრებაძე; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - გიორგი ხელაძე; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - ნინო შაგიძე.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულ 13 სტიპენდიანტ სტუდენტს, სასტუმრო „მონოფრაფში“ შეხვდნენ და სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, სტიპენდიანტების გარდა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი.

„პირველ რიგში, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რაც ვფიქრობთ, განათლების მიმართულებით, მეცენატობის ინსტიტუტის აღორძინებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტების წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩა. ფონდის ინიციატივა უდავოდ, გაზრდის არა მხოლოდ ამ სტუდენტების, არამედ სხვა ახალგაზრდების მოტივაციასაც, გაიღრმავონ ცოდნა, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მომავალში, წარმატებით დასაქმდნენ“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ფონდი უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს დააფინანსებს. მემორანდუმის მიხედვით, წინასწარ არის განსაზღვრული ის უმაღლესი სასწავლებლები და პრიორიტეტული ფაკულტეტები, რომელთა საბაკალავრო პროგრამების უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტებსაც, ფონდი სემესტრულად წამახალისებელი, ყოველთვიური სტიპენდიით დააჯილდოებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა