იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი გამოიყენებს ძალას უკრაინის წინააღმდეგ, მას საფასურის გადახდა მოუწევს

მომავალ კვირას ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ უჩვეულო კონცენტრაციას და ეს უკვე მეორედ ხდება წელს. ეს არის სამხედრო ზრდა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც მანამდე უკრაინაში უკვე შეიჭრა. ჩვენ ვხედავთ მძიმე შეიარაღებას, ტანკებს, "დრონებს" საბრძოლველად გამზადებულ ჯართან ერთად. ჯარების რაოდენობის ზრდა არანაირად არ იყო პროვოცირებული და ვერ აიხსნება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან რუსეთს მოუწოდა, დაწიოს დაძაბულობა საზღვარზე.

"თუ რუსეთი გამოიყენებს ძალას უკრაინის წინააღმდეგ, მას მოუწევს საფასურის გადახდა. ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რასაც ვხედავთ და ვუზიარებთ ინფორმაციას მოკავშირეებს. გაურკვეველია რუსეთის განზრახვა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა უკრაინის წინააღმდეგ ადრე, როდესაც ყირიმის ოკუპაცია განახორციელა და დონბასის დესტაბილიზაციისთვის. ამას უნდა დავუმატოთ კიბერთავდასხმები და დეზინფორმაციის კამპანიები“ , - განაცხადა გენმდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო