ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდა

სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების - ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა სამ საათზე დიდხანს გრძელდებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პუტინმა ალიევსა და ფაშინიანს ზეთისხილის ტოტები აჩუქა.

„ზეთისხილის ტოტი არის სიმბოლო მშვიდობისა და კეთილდღეობის“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სატრანსპორტო დერეფანზე ბლოკის მოხსნის შესახებ.

„ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და პირველ რიგში, იმაზე, რომ პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგმება, ეს არის სატრანსპორტო დერეფნის განბლოკვა. ეს ეხება როგორც რკინიგზას, ისე საავტომობილო გზას“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ყარაბაღთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებსაც.

„არის ძალიან მნიშვნელოვანი მგრძნობიარე მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰუმანიტარულ საკითხებთან და აქაც ჩვენ საგრძნობლად წავიწიეთ წინ“ , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან