კახა კუჭავა - უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ.

კახა კუჭავას განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება.

"შევეცადეთ, გვეპოვა ფორმა, რომელიც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი. ყოველთვის ჰქონდათ დეპუტატებს საშუალება, ჩვენ გვქონდა ფრაქციებთან კომუნიკაცია და არა მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის, ყველა დეპუტატი, ვისაც სურვილი ჰქონდა, მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ სააკაშვილი. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, ეს ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს; შესაბამისად, გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება, სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა, შეშვების სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა – დეპუტატების შეშვების.

მე ვიცი, რომ დღეს დილიდან შეხვედრა იყო როგორც პარლამენტის მხრიდან – მიხეილ სარჯველაძე, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და როგორც ვიცი, უკვე შეთანხმდნენ იმ ბრძანების ფორმატზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკვე შეუფერხებლად შევიდნენ. თუ არ ვცდები, დღეს უკვე მოახერხა ერთმა დეპუტატმა შესვლა ან აპირებს შესვლას – ეს დეტალები აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა, ჩანაწერი კანონში რაც არის, იმ ფარგლებში პირდაპირ გორის ჰოსპიტალში შესვლა გამორიცხული იყო, ჩემი უფლებამოსილებით და ბრძანებით განსაზღვრულიყო, ამიტომ შევეცადეთ, გვეპოვა ის ფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი“,-განაცხადა კუჭავამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს