ჯანმო-მ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს "ომიკრონი" უწოდა და "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ახლახან აღმოჩენის B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,ომიკრონი“ უწოდა.

როგორც ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ვარიანტს "უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია“.

მათი განმარტებით, ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა