შვეიცარიაში კოვიდ რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება

შვეიცარიაში კოვიდ რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება. BBC წერს, რომ შვეიცარიაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ამასთან, ბოლო დღეების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა 40-50%-ით გაიზარდა. თუმცა, ამის მიუხედავად კვირას ქვეყანაში ხმის მიცემით გადაწყდება მოიხსნება თუ არა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები.

გამოცემა წერს, რომ შვეიცარიელთა გარკვეული ნაწილი ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს და მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ე.წ. კოვიდ-პასპორტები ამოქმედდა და აუცრელ პირებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა აეკრძალათ, მასშტაბური აქციები გაიმართა. საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, შვეიცარიელთა 70% ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების გამკაცრებას დაუჭერს მხარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა