სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა. BBC წერს, რომ სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ავიაკომპანია KLM-ის პირველი თვითმფრინავი 10:30-ზე ჩაფრინდა, მეორე კი 11:00-ზე. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ისინი აეროპორტთან ახლოს სასტუმორში გადაიყვანეს. მგზავრებმა აეროპორტის საერთო სივრცეში, სადაც 600-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, რამდენიმე საათი გაატარეს. ტესტირების შემდეგ კი დადგინდა, რომ 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული დაუფიქსირდა თუ არა რომელიმე მგზავრს ახალი „ომიკრონ“ შტამი. ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს