კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში ,,ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკასთან იყო კავშირში.

ასევე, ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, კონკრეტულად კი ბავარიაში.

რაც შეეხება იტალიას, იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ,,ომიკრონ“ შტამი მოზამბიკიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ,,ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სახელწოდებით ,,ომიკრონი“ , პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის, აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა