გაერთიანებული სამეფო ,,ომიკრონ“ შტამის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამით ,,ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო კოვიდშეზღუდვები მკაცრდება.

ინფორმაციას BBC გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ნიღბების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო ხდება.

,,შემდეგი კვირიდან ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება ახალი კორონავირუსის ვარიანტთან, ომიკრონთან გასამკლავებლად“ , - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გაერთიანებულ სამეფოში შევა PCR ტესტის ჩატარება და თვითიზოლაცია სავალდებულო გახდება. ასევე ყველა საეჭვო კონტაქტი, მიუხედავად იმისა აცრილები არიან ისინი თუ არა , უნდა გადავიდნენ იზოლაციაში.

ასევე, ბრიფინგზე გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანს დაევალა ვაქცინის მეორე დოზასა და ,,ბუსტერ“ დოზას შორის პერიოდის შემცირების საკითხის განხილვა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა