აშშ-ში რუსეთის ელჩი - შეერთებულ შტატებში გაჟღერებული ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ნატო-ს შესაძლებლობები უკრაინასა და შავ ზღვაში შეაშინებს, სახიფათო ილუზიაა

შეერთებულ შტატებში გაჟღერებული ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ნატო-ს შესაძლებლობები უკრაინასა და შავ ზღვაში შეაშინებს, სახიფათო ილუზიაა , - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც რუსული მედია ავრცელებს.

,,ნატო-ს წევრი სახელმწიფოები შავ ზღვაზე და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აწესებენ. არის ვარაუდები, რომ უკრაინაში შეიძლება გამოჩნდნენ გაუფრთხილებელი ადამიანები ან გამოჩნდეს მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც შეეცდებიან გამოცადონ რუსული თავდაცვის სიძლიერე, იმის მოლოდინით, რომ ნატოს პოტენციალის შიშით ჩვენ მათ არ ვუპასუხებთ. მინდა ვთქვა და ცალსახად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან საშიში ბოდვა“, - განაცხადა დიპლომატმა.

ანტონოვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში მიწოდებული იარაღის სახეობებს სულ უფრო აფართოებს. მისი თქმით, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინაში აშშ-დან მიწოდებული იარაღის დიაპაზონი სულ უფრო ფართოვდება, რადგან აქ არის ისეთი საბრძოლო საშუალებები, როგორებიცაა Mi-17 სახის ვერტმფრენი, ასევე ,,ჯეველინის" სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

,,ისინი მუდმივად ამბობენ, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღი. მაგრამ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს „თავდაცვითი იარაღი“, როგორია ამერიკული Mk-41 სისტემები, რომლებიც, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, თავდაცვითია, რადგან არის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. მაგრამ ეს უკვე დადასტურდა და ამერიკელები არც მალავენ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების გასაშვებადაც“, - აღნიშნა ანტონოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს