ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ff.k Public Relations მიერ იყო ორგანიზებული და მას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა