Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ვაქცინაზე მუშაობას იწყებს

კომპანია Novavax-ი კორონავირუსის ახალ "ომიკრონის" ვარიანტთან საბრძოლველად ვაქცინაზე მუშაობას იწყებს.

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ შიშობენ, რომ ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო გადამდები და მდგრადი ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ, ,,სპაიკ ცილის“ 30 მუტაციის გამო.

სპაიკ ცილა არის ძირითადი მოლეკულა, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული და სწორედ მისი დახმარებით ვირუსს შეუძლია მასპინძელ უჯრედებში შეღწევა და მთელ ორგანიზმში გავრცელება.

Novavax-ის განცხადებით, მის ვაქცინაში "ომიკრონის" ვარიანტის მუტირებული სპაიკ ცილა იქნება, შესაბამისად ეს ადამიანებს იმუნური პასუხის გამომუშავებაში დაეხმარება. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით ტესტირებასა და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ვაქცინის სხვა მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს იმის შეფასება, რამდენად ეფექტურია მათი ვაქცინები აღნიშნული ვარიანტის წინააღმდეგ. BioNTech-მა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანიამ ორ კვირაში გაიგებს, რამდენად იმოქმედებს Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა "ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია