მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად, მცხეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, იმუნიზაციის პროცესსა და მის მნიშვნელობას ეხებოდა.

მხარის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა ნაწილი პენსიონერი იყო, კიდევ ერთხელ განუმარტა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, 1-ელ იანვრამდე ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ.

რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ კი მოსახლეობას ვაქცინების - ასტრაზენეკას, სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრის დასასრულს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ აღნიშნა, ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია რეგიონის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე ჩვენს რეგიონში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. მათ შორის 3 000-მდე პირმა აცრა სოფლის ამბულატორიებში გაიკეთა. იმუნიზაციის პროცესის მეტად გასააქტიურებლად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატურად ვმართავთ. ამჯერად, ქ. მცხეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით. ვისაუბრეთ იმუნიზაციის საჭიროებასა და მის დადებით მხარეებზე. ასევე, აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ჩვენს გარშემომყოფებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ ყველამ ერთად მოვუწოდოთ, რადგანაც აცრა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე, ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში, კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიმართა და მას მხარის პირველი პირის მოადგილე - გოჩა ქავთარაძეც ესწრებოდა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა