ნიდერლანდებში 13 ადამიანს ,,ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა

ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით, 13 ადამიანს, რომლებიც პარასკევს სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრინდნენ, ,,ომიკრონი” დაუფიქსირდა.

მანამდე, სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა.

სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ავიაკომპანია KLM-ის პირველი თვითმფრინავი 10:30-ზე ჩაფრინდა, მეორე კი 11:00-ზე. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ისინი აეროპორტთან ახლოს სასტუმროში გადაიყვანეს. მგზავრებმა აეროპორტის საერთო სივრცეში, სადაც 600-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, რამდენიმე საათი გაატარეს. ტესტირების შემდეგ კი დადგინდა, რომ 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ,,ომიკრონის ვარიანტი ამჟამად 13 ადამიანთან გამოვლინდა. თუმცა შედეგები სრული არ არის. ახალი ვარიანტის დადებითი შემთხვევები შესაძლოა ტესტირების სხვა შედეგებმაც აჩვენონ“, - წერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!