მარიამ ჯიშკარიანი - შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა - ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს, არსებობს საქმე „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც გაათავისუფლეს პატიმარი

შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა, კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე - მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბლიტაციას.

„მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო-ენცეფალოპათია და ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას, A სერია კვლავ რჩება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის.

სამწუხაროდ, მულტიპროფილური რეაბილიტაცია ამ მიმართულებით საქართველოში ნაკლებად ტარდება. შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა, კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალბათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს რა გადაწყვეტილება მიიღოს - მაგალითად, არსებობს საქმე „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება და გაათავისუფლეს პატიმარი“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს