ჯანმო - ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო გადამდები - ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად, ამის მიზეზი „ომიკრონია“ თუ სხვა ფაქტორები.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ უცნობია ისიც, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით.

„ჯერჯერობით გაურკვეველია, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით“ დაინფიცირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი მუშაობენ ტექნიკურ პარტნიორებთან იმის დასადგენად, რა პოტენციური ზეგავლენა აქვს „ომიკრონ“ ვარიანტს კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებულ ზომებზე, მათ შორის ვაქცინებზე.

„ვაქცინები რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომად მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური ვარიანტის, „დელტას“ წინააღმდეგ,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ