7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.

უცნობია, მოხდება თუ არა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში ესკორტირება. თავად ბრალდებული სააკაშვილი მის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას ითხოვს. თავის მხრივ, საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მოყვანის გარეშე სხდომას არ ჩაატარებს.

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მიიყვანენ, ეს იქნება პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის ამპლუაში დაესწრება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა