პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სახლები, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indeci) განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანდა 220 სახლი. მათგან 81 საცხოვრებლად გამოუსადეგარი, 75 კი სრულად განადგურებულია. დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო შვიდი რელიგიური თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი და ორი სავაჭრო ცენტრი.
სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტის თქმით, დაშავდა ოთხი ადამიანი.
მიწისძვრა კვირას, პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორშიც.