მიხეილ სააკაშვილი - შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი

გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერ უზრუნველყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ახლა, როგორც სააკაშვილმა თქვა, პირადად მას ეხება.

„როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია“. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხეოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი! მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო. რა თქმა უნდა, მე ძალიან მეჩქარებოდა საქართველოს განვითარება და ვინც ჩქარობს ყოველთვის უშვებს შეცდომებს. მე ვიცოდი, რომ ცოტა დრო მქონდა, მე ვიცოდი, რომ ბევრი რაღაცა იყო გასაკეთებელი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა