პროკურორი - დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვერ მოისმინეს ვერც ერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების.

ასევე, ჩვენ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონებები.

ჩვენ ამაზე გვაქვს მტკიცებულებები წარმოდგენილი, ე.წ. მემორანდუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაფორმდა ამ ოჯახის მიმართ, საიდუმლო პირობებში - ეს არის უტყუარი დასტური, რომ ამ ოჯახს ჩამოართვეს ქონებები. ამაზე მოვისმინეთ ერთი სიტყვა ბრალდებულის მხრიდან? ეს შეკითხვები არსებობს, ეს მტკიცებულებები არის წარმოდგენილი და იგი პასუხებს ვერ სცემს.

თქვენ ალბათ მოისმინეთ პატივცემულო სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ბრალდებულმა, მანიაკალური უწოდა 7 ნოემბრის საქმის გამოძიებას. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ დაზარალებულა? ეს მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და ნაცვლად იმისა, რომ ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და დემონსტრირება მოვახდინოთ, ვისმენთ პოლიტიკურ პოზიციებს და ერთ საათიანი გამოსვლა ვიხილეთ მხოლოდ სანახაობა პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით", - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

„ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, - განაცხადა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა