გივი მიქანაძე - მოქალაქეების შეკრება სასამართლოსთან წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციულიც იყოს

მოქალაქეების შეკრება სასამართლოსთან წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციულიც იყოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქციას საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

მიქანაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეკრების თავისუფლება დაცულია.

"შეკრების თავისუფლება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, ყოველთვის არის უზრუნველყოფილი. საქმე, რაშიც კონკრეტული პირი არის მხილებული, არის სწორედ 7 ნოემბრის აქციების დარბევასთან დაკავშირებით, სადაც სწორედ ეს უფლება არ იყო გარანტირებული. რა თქმა უნდა, მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა და ეს უფლება ყოველთვის იქნება დაცული, თუკი ის კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იქნება. მოქალაქეების შეკრება წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციულიც იყოს, ამიტომ მიზანშეწონილია სასამართლოს მივცეთ საშუალება, რომ თავისუფალ რეჟიმში ჩაატაროს პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართება,"- განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა