შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია

მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ პუტინის დავალებით არის დაპატიმრებული, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერზე პუტინის და რუსეთის არგუმენტად მოშველიება, უკვე გაცვეთილია და ამის აღარვის სჯერა.

"მან თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს იყო პიარი, ასევე 7 ნოემბერი იყო გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან დაცვა. ეს არის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ყვებოდა, ახლა ისევ აგრძელებენ ისტორიის ასე წარმოჩენას და საკუთარი მხარდაჭერების დაჯერებას. გამონათქვამებიც, ცინიკური მიდგომის ნაწილია, რომ „როცა ხეს ჭრი, ნაფოტები ცვივა“. სამწუხაროდ, როცა სინანული არ არსებობს, სწორედ ასე ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, 7 ნოემბერს დარბეულ ადამიანებს და დანარჩენ მსხვერპლებს. სინანულის ორი აქტი არსებობს - ადამიანური, რომელიც მას არ აქვს და სამართლებრივი სინანული და როგორც ხედავთ, ის არც სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა