ოთარ კახიძე ზურაბ ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლებაზე - ძალიან უცნაურია, როცა დანერგილი პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირია

ძალიან უცნაურია, როცა დანერგილი პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოვებული პიროვნებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გირაოს სანაცვლოდ ზურაბ ზვიადაურის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების ფაქტს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ეს ფაქტი აღძრავს სერიოზულ ლეგიტიმურ კითხვებს საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, წინასწარი პატიმრობის მიზანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მტკიცებულებების განადგურება ან მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. როდესაც საუბარია ასეთ მძიმე დანაშაულზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა, ამ დროს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არის ზოგადად მაღალი და პროკურატურა უნდა ითხოვდეს პატიმრობის გამოყენებას. ეს არის ზოგადად სტანდარტი, რაც აქვს ქართულ სასამართლოს და ძალიან უცნაურია, როცა ამ პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული არის ხელისუფლებასთან დაახლოვებული პიროვნება. მით უმეტეს საგანგაშოა, როცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როცა დანაშაული არა საკუთრებისკენაა მიმართული ან რაიმე შედარებით მსუბუქი დანაშაულია, არამედ არის ადამიანის სიცოცხლისკენ მიმართული ქმედება. ბუნებრივია, რომ ეს აღძრავს სერიოზულ ლეგიტიმურ კითხვებს საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ზურაბ ზვიადაურს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა