შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად კვლავ მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი აირჩია, - ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ანდერსონი ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს უმცირესობის მთავრობას, რომელიც მხოლოდ მისი პარტიისგან შედგება.

სოციალ-დემოკრატებს, რომლებსაც 349-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 100 მანდატი აქვთ, პოლიტიკის განსახორციელებლად რამდენიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის იმედზე ყოფნა მოუწევთ.

შეგახსენებთ, შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურა გასულ კვირაშიც დაამტკიცა, თუმცა მან თანამდებობა რამდენიმე საათში დატოვა. ანდერსონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, „მწვანეთა პარტიამ“ მთავრობა დატოვა იმის გამო, რომ პარლამენტმა კოალიციის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა