Pfizer-მა „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გაჩენის ფონზე, უკვე დაიწყო ახალი ვაქცინის შემუშავება, რომლის შექმნაც 100 დღეზე ნაკლებ პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ არსებული ვაქცინები ახალ შტამთან საბრძოლველად ნაკლებად ეფექტური იყოს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ პარასკევიდან. უკვე გავაკეთეთ დნმ-ს მატრიცა, რომელიც არის ახალი ვაქცინის შემუშავების პროცესის პირველი ნაწილი. ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ შევძლებთ ვაქცინის მიღებას 100 დღეზე ნაკლებ პერიოდში“ , - განაცხადა ბურლამ ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა