უკრაინის ომბუდსმენი - მიხეილ სააკაშვილის უფლებების შენარჩუნებას თვალ-ყურს განსაკუთრებით ვადევნებ

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

,,მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დარღვეული უფლებების აღდგენას“, -აღნიშნავს სახალხო დამცველი ,,ფეისბუკ“ პოსტში.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს მესამე პრეზიდენტის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიან და საჯარო განხილვის უფლებას.

,,თუმცა, წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხის წამებასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები აქვს“, - წერს დენისოვა.

ომბუდსმენის თქმით, ის, როგორც უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დანიშნული ადამიანის უფლებადამცველი, სააკაშვილის უფლებების შენარჩუნებას მეთვალყურეობას გაუწევს.

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის კანონიერი უფლებები და სათანადო სამედიცინო მომსახურების უფლება“, - წერია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!