ესპანეთსა და შვედეთში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

„მადრიდის გრეგორიო მარანიონას საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის სამსახური იუწყება, რომ ესპანეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმოგზაურა“, - ნათქვამია „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავადმყოფოში აღნიშნეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

პირველი შემთხვევის შესახებ იუწყებიან შვედეთშიც.

ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც ცოტა ხნის წინ აფრიკის სამხრეთში იმყოფებოდა. აღნიშნული პირი სკონეს რეგიონში ცხოვრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა