ანტონიო გუტერეში - რაც მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ მოხდა, სირცხვილია

საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობა, ვაქცინები მიაწოდოს აფრიკის ქვეყნებს, შესაძლებელს ხდის კორონავირუსის თავისუფლად გავრცელებას და მუტაციას. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ჩინეთი - აფრიკის ფორუმის მინისტრთა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

„აფრიკა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალურ რიგში ბოლოა. მისი მოსახლეობის 10 %-ზე ნაკლებია სრულად ვაქცინირებული. ეს წარმოადგენს რისკს არა მხოლოდ აფრიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ვირუსს შეუძლია თავისუფლად გავრცელება და მუტაცია.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოწოდებას გლობალური სოლიდარობისკენ ამ კრიზისის დასასრულებლად. ის, რაც მოხდა მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ, სირცხვილია“, - განაცხადა გენმდივანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა