ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილი პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა, საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი არაფერი გამიგია

სააკაშვილი პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა - ამ საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი მართლა არაფერი გამიგია, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის მიხედვით, ყოველ დღე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება იყო მოსალოდნელი, თუმცა ის დღეს ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.

„ის ისევ პოლიტიკოსი იდგა და არა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ საქმეზე გამოდიოდა. პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა თავის გამოსვლაში, თავის შეფასებებში. ამ საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი მართლა არაფერი გამიგია, რადგან მიხეილ სააკაშვილი აქტიური იყო ამ ხნის განმავლობაში. ხშირად ვიდეო მიმართვები ჰქონდა და თითოეული ამ ეპიზოდის შესახებ, რაზეც მან ისაუბრა, ბევრჯერ უსაუბრია. ამ სცენის შემადგენელი ნაწილი იყო, რომ 50 - დღიანი შიმშილობის შემდეგ, ადამიანი ასეთი აქტიური საათნახევრიანი სიტყვით გამოდის და აღფრთოვანებული ხარ ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მიხეილ სააკაშვილზე მთელი კამპანია იყო „ნაციონალური მოძრაობის,“ ყოველ დღე 50 დღის მანძილზე, მის გარდაცვალებას ველოდით და ადამიანი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, როგორც პოლიტიკოსი გამოდის და რელიგიურ სიტყვას ამბობს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, არ ესმის ახლა რისთვის იბრძვიან.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლაშია. ფორმალური პროცესები დასრულდა, არჩევნები დასრულდა - ერთი ბრძოლა იყო, რომ საავადმყოფოში გადასულიყო, მერე ჭამა დაეწყო და მე არ მესმის, ახლა რისთვის ვიბრძვით?- აქტივისტების ჯგუფები რომ შეიქმნება მთელ ქვეყანაში, შემდეგ რას შვრება ეს ხალხი, როგორ შეიძლება დაპირისპირება ამით დასრულდეს? არ ვიცი, რა დავარქვა ამას, რევოლუციური ჯგუფები, რომლებიც იზრდებიან?", - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა