ჯო ბაიდენი „ომიკრონ“ შტამზე - ეს ვარიანტი არის შეშფოთების და არა პანიკის მიზეზი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობს მოუწოდებს, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტის გამო პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან, ატარონ პირბადეები და აიცრან ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით.

„ეს ვარიანტი არის შეშფოთების და არა პანიკის მიზეზი. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ მას,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები "გადაუდებელ გეგმებზე" მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუკი ახალი ვაქცინები გახდება საჭირო.

“ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა და საუკეთესო მედიკამენტები, საუკეთესო მეცნიერები და ყოველ დღე უფრო მეტს ვსწავლობთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „თითქმის გარდუვალია“ ის, რომ „ომიკრონ“ შტამი შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, გასულ კვირაში აშშ-მა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოთოდან, ესვატინიდა, მოზამბიკიდან და მალავიდან ავიარეისები აკრძალა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი "ომიკრონ" შტამზე - ეს ვარიანტი არის შეშფოთების და არა პანიკის მიზეზი

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს