პოლონეთის პრემიერი - კრემლს და მის მოკავშირეებს გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლა და ევროკავშირის დაყოფა სურთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრები ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის მცდელობას, რომელიც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

პოლონეთის პრემიერის მტკიცებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კრემლს და მის მოკავშირეებს „გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლა“ და ევროკავშირის დაყოფა სურთ.

ამ კონტექსტში მატეუშ მორავეცკიმ ახსენა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზება, გაზზე ფასების ზრდა და პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისი.

პოლონეთის პრემიერის განცხადებით, ახლა "მოქმედება არ არის გვიან", მაგრამ რამდენიმე თვეში შესაძლოა დაგვიანებული იყოს.

„მაგალითად, უკრაინაში შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, ან შეიძლება კიდევ ერთი დიდი მიგრაციის პრობლემა შეიქმნას მთელი ევროპისთვის“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ სასაზღვრო კრიზისის უკან „პირდაპირ მდგომი დამნაშავე“ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოა, მაგრამ მას ჰყავს თავისი დამკვეთი კრემლში.

„თავსატეხის ყველა ნაწილი ერთად ასახავს არც თუ ისე კარგ სურათს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს უზარმაზარი ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე, იმისთვის, რომ ბლოკი „დააქუცმაცოს და დაყოს“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა