ბარბადოსი რესპუბლიკა გახდა, პირველმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

ბარბადოსმა დედოფალ ელისაბედ II -ის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და რესპუბლიკა გახდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავზე, ქვეყნის დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ღონისძიებაზე დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.

ხელისუფლების ოფიციალური ცვლილების აღსანიშნავად, ბრიტანეთის სამეფო დროშა საზეიმოდ დაეშვა. ღონისძიებაზე უელსის პრინცი, ჩარლზი იყო მიწვეული. საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჩარლზმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები გაგრძელება.

გასულ თვეში ბარბადოსი პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, არჩეულ პრეზიდენტად 72 წლის დემ სანდრა მეისონი დასახელდა, რომელიც 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა. ბარბადოსმა რესპუბლიკად გადაქცევის გეგმა შარშან დააანონსა. ბარბადოსი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 285 000-ს შეადგენს, კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და წარმატებული კუნძულია. ინგლისელებმა კუნძული პირველად 1627 წელს დაიკავეს და ის ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ქვეყანა სრულად დამოუკიდებელი 1966 წელს გახდა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს