არჩილ თალაკვაძე - არავითარი სინანული არ იყო სააკაშვილის გამოსვლაში

სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო ანუ მე ვაშენებდი სახელმწიფოს და თუ ვინმე დაიღუპა, თუ ვინმე აწამეს და თუ ვინმეს უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდა, მაგრამ ამას დანაშაულად არ ვაღიარებო - არავითარი სინანული არ იყო მის გამოსვლაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ნათლად გამოჩნდა, რა პოლიტიკური მიზნები აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს და მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობაა.

„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ რა არათანმიმდევრულია მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. ის ამბობდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და როგორც კი სასამართლოზე გამოცხადდა, განაცხადა, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულებას არ აღიარებს, ამბობდა, რომ პროვოკაციებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული მისი გადაადგილება, მაგრამ ვნახეთ, რომ იყო პროვოკაციების მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცველებმა - მხარდამჭერებმა პრაქტიკულად, გადაკეტეს ცენტრალური გზები მაშინ, როდესაც ჩვენს ძალიან ბევრ თანამოქალაქეს სჭირდება სასწრაფო დახმარების მანქანებით სარგებლობა, სჭირდება სხვა სერვისებით სარგებლობა, რისთვისაც ტრანსპორტი გახლავთ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ისინი თითქოს პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები წინა თვეებში და ვნახეთ, რომ ეს ადამიანები ისევ ძალადობდნენ პოლიციელებზე და დადასტურდა, რომ მაშინაც ეს ადამიანები სამართალდამცველებს სამართლიანად ჰყავდათ დაკავებულები. გამოჩნდა რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის გუნდს, მისი ნებისმიერი გადაადგილება არის პროვოკაციის შესაძლებლობა მათთვის და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მისვლა.

რაც შეეხება მის გამოსვლას. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვიტანოთ დასკვნა - სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო ანუ მე ვაშენებდი სახელმწიფოს და თუ ვინმე დაიღუპა, თუ ვინმე აწამეს და თუ ვინმეს უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდა, მაგრამ ამას დანაშაულად არ ვაღიარებო, ეს იყო გადაცდომაო. საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად შეიძლება ამას გადაცდომა ეწოდოს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა წამების და ძალადობის შედეგად, ბევრი ადამიანი გაუჩინარებული იყო, მედიაში რეიდები ტარდებოდა და საკუთრება იყო ჩამორთმეული და რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უკვე მე-8 არჩევნებში გააკეთა თავისი არჩევანი.

არავითარი სინანული არ იყო მის გამოსვლაში და არც ველოდით. ბევრი წელი გავიდა, რაც ეს დანაშაულები მოხდა, რაზეც პოლიტიკურად და სამართლებრივად სააკაშვილი არის პასუხისმგებელი და გუშინდელი გამოსვლა ემსახურებოდა ერთადერთს - მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ აკადრა ის არგუმენტები, რომლებიც მოვისმინეთ. ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა