შარლ მიშელი - თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ

თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ მარტივ ჭეშმარიტებას 12 წელზე მეტია მოწმობს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა: საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ადმინისტრაციების რეფორმირება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდა და კორუფციის დევნა.

მაგრამ ყველამ ვიცით, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კანონის უზენაესობის დაცვა თავისუფალი მედიის არსებობის და დეზინფორმაციასთან დაპირისპირების გარანტიას იძლევა,“- აღნიშნა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ასრულებს.

„უნდა გააგრძელოთ წინსვლა და თქვენი ხმა ყველას გააგონოთ,“- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო