ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო" ან „ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით

არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო" ან „ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება ფიქსირდება.

კობახიძის თქმით, სააკაშვილმა ტყუილი თქვა, რადგან სწორედ 2014 წლიდან შეიცვალა აღნიშნული დინამიკა.

„შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

ის ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მისი საპატიმროდან გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას გულისხმობს და განაცხადა, რომ ეს კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რამდენად მისაღებია წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი და ტერიტორიების ჩაბარება და გამოიტანონ დასკვნა.

მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის. 6 წელი აქვს მას შეფარდებული, სხვა საქმეებზეც არ ვიცით რა მოხდება, შეიძლება, კიდევ უფრო დაუმძიმდეს, მაგრამ 6 წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად, იმის მოხდა არის აუცილებელი იმისთვის, მათ შორის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა, იმისთვის, რომ მომავალში, პერსპექტივაში, არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და მერე არ დაისჯება, ან შეიძლება ვიღაცა აწამოს და არ დაისჯება, ვიღაცა გააუპატიუროს და არ დაისჯება, ბიუჯეტიდან ფული მოიპაროს და არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს - არ დაისჯება, მედია მიიტაცოს- არ დაისჯება. იმისთვის, რომ პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი, ასეთი დანაშაულების ჩადენის სურვილი რომ არავის გაუჩნდეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა